"ხეს ჩეხენ - ნაფოტი ცვივა" - რუსულმა საიტმა "დესნას" განადგურებული სტადიონის ფოტოები გამოაქვეყნა

AutoSharing Option
უკრაინაში შეჭრილი რუსული არმია უმოწყალოდ ანადგურებს ყველაფერს და რა თქმა უნდა, სპორტულ ინფრასტრუქტურასაც. რუსეთში სამხედრო ცენზურაა დაწესებული და საინფორმაციო საშუალებებს ობიექტური ინფორმაციის გავრცელება აკრძალული აქვთ. თუმცა sports.ru-მ გაბედა და პრემიერლიგის ჩერნიჰოვის "დესნას" დაბომბილი სტადიონის ფოტოები გამოაქვეყნა და ტექსტი დაურთო:

"ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა დაემართა სტადიონს და მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნება შეგვიძლია. აქ მხოლოდ ფოკუსირებას იმაზე ვახდენთ, რომ არენა დანგრეულია.

სტადიონი მეორე მსოფლიო ომისას სერიოზულად დაზიანდა, 1960 წელს აღადგინეს და კოსმონავტ იური გაგარინის სახელი მიანიჭეს. 1961 წელს არენა გაგარინმა დაათვალიერა.
ახლა კიდევ ერთი რეკონსტრუქცია დასჭირდება, ძალიან სერიოზული".

გამოცემამ ეს სტატია ჯერ რეიტინგიდან გამორთო, შემდეგ კი კომენტარებიც დაბლოკა. იქამდე კომენტარებში მომხმარებელთა ნაწილი რუსეთის არმიის მოქმედებას ამართლებდა. ერთ-ერთი წერდა: "Лес рубят - щепки летят" ("ხეს ჩეხენ - ნაფოტი ცვივა"). მათთვის ხომ უკრაინა (და არამარტო უკრაინა) ტყე და ტერიტორიაა, ხოლო ხალხი - ნაფოტი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჟორდანია რუსულ პასლოვიცებს იმეორებდა.
status quo
04:40 15-03-2022
2
იქნება ამ სოტოს ნახვის მერე მაინვ იკადროს ფიფამ და რუსებს ნამდვილი სანქციები გამოუწეროს და შეცვალოს ეს დებილური 3 თვიანი კანონი და მერე ხვიჩასაც და სხვა რყუსეთში მოთამაშეებსაც ეშველებათ !
zura222
21:56 14-03-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული