ლუკა კობერიძე: "კოლხეთთან" სპარინგი "შახტართან" მატჩისთვის მოსამზადებლად დაგვეხმარება

AutoSharing Option
"დესნას" ნახევრმცველმა ლუკა კობერიძემ მეორე წრისთვის თავისი გუნდის სამზადისზე ისაუბრა.

- რამდენად ძლიერი მეტოქეა ფოთის "კოლხეთი"?
- ურიგო გუნდი არაა და მასთან თამაში ადვილი არ იქნება. ისინი ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ, დაცვიდან, კონტრიერიშებზე.

- სჭირდება თუ არა "დესნას" ეს სპარინგი? ხომ არ სჯობდა, უფრო მეტი გევარჯიშათ?
- ეს შეხვედრა ცალსახად სასარგებლო იქნება, რადგან ახლა ჩემპიონატზე პაუზაა.

- რით დაგეხმარებათ "კოლხეთთან" თამაში "შახტართან" მატჩისთვის მოსამზადებლად?
- "შახტართან" სრულიად სხვანაირი შეხვედრა იქნება, მაგრამ ფოთელებთან თამაში იმით იქნება სას
არგებლო, რომ მწვრთნელს იმათი გამოცდის საშუალება მიეცემა, ვისაც ხშირად არ უწევს ასპარეზობა. ბიჭები სათამაშო პრაქტიკას მიიღებენ.

- თქვენთვის ქართულ გუნდთან თამაში სასიამოვნო იქნება?
- რა თქმა უნდა! "კოლხეთში" ბევრი ნაცნობი მყავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული