11:28 25-03-2022
ნეიმარი ვერ გააჩერეს - ბრაზილიამ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა [VIDEO]
AutoSharing Option
ნეიმარმა შეხვედრა აქტიურად, ეფექტური ფინტებით დაიწყო. სწორედ პსჟ-ის ფეხბურთელის წაცევისთვის 44-ე წუთზე სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც დაზარალებულმა გამოიყენა - 1:0. "ნეის" ვერ აჩერებდნენ - ტაიმის ამოწურვამდე მან "რეალის" შემტევ ვინისიუსს გაატანინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში არტურო ვიდალის გოლი, ვიდეოგამეორების შედეგად, თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, ბრაზილიელებმა კი არ ჩერდებოდნენ - პენალტის ნიშნულიდან ამჯერად ფელიპე კოუტინიომ იხეირა, შეხვედრას წერტილი კი რიჩარლისონის მშვენიერმა დარტყმამ დაუსვა.
რაც შეეხება უკანასკნელი ტურის შეხვედრას - 30 მარტს ბრაზილია ბოლივიას ესტუმრება, მეშვიდეადგილოსანი ჩილე კი, რომელსაც საპლეიოფო მე-5 ადგილზე გასვლის შანსი არ დაუკარგავს, ურუგვაის მიიღებს.
შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ბრაზილიელები სამხრეთ ამერიკის ზონას 42 ქულით ლიდერობენ და უახლოეს მდევარ არგენტინას 7 ქულითა და 1 შეხვედრით აღემატებიან - სკალონის გუნდი ვენესუელას 26 მარტს, თბილისს დროით 03:30 საათზე უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, ბრაზილიისა და არგენტინის ერთი დაპირისპირება შეწყდა და ჯერ არ ჩატარებულა. ეს ორი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასულია, ისევე როგორც ეკვადორი და ურუგვაი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ხო მსოფლიო დონის ნაკრებია, და როგორ უხარიათ თითოეული გოლის გატანა ))
19
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


