პსჟ-ის მეკარემ 30 უკრაინელი ბავშვი შეიფარა - საკვებით უზრუნველყოფა, ლოცვა და კინოჩვენება...

AutoSharing Option
ომმა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ამ ქვეყნის ათასობით მოქალაქე ლტოლვილობისთვის გაწირა, პსჟ-ის მეკარე კეილორ ნავასმა კი ჰუმანიტარული დახმარების მაგალითი მოგვცა.

კოსტარიკელმა პარიზში საკუთარი სახლის კარი გააღო, რათა უკრაინელი ბავშვების 30-კაციან ჯგუფს, საკვებით უზრუნველყოფის გარდა, დროებითი საცხოვრებელიც ჰქონდეს.

კეილორი და მისი ოჯახის წევრები ლტოლვილებთან ევანგელისტულ მსახურებას ასრულებენ. გარდა ამისა, ნავასის ცოლი ანდრეა სალასი მათთვის საჭმელებს ამზადებს და პატარებს კინოჩვენებასაც უწყობს.

ნავასი ამჟამად კოსტა-რიკის ნაკრებთან ერთად იმყოფება, რათა 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე კონკაკაფის ზონაში შესარჩევი ეტაპის დასკვნითი სამი შეხვედრა ითამაშოს. მეხუთე ადგილზე
მყოფ კოსტა-რიკას 16 ქულა აქვს და ლიდერ კანადას, ელ სალვადორის და შეერთებულ შტატებს მეოთხე ადგილის მოსაპოვებლად დაუპირისპირდება, რაც პლეი-ოფის საგზურს იძლევა.

მომზადებულია MARCA-ს მიხედვით

altუკრაინას ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება უნდა

altუკრაინელი ვარსკვლავები, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე სამშობლოსთვის იბრძვიან

მკითხველის კომენტარები / 7 /
fani შენი თავი მომცა ახლა რასაც საჭიროა გაჩვენებდი და ისე არ ვაპირებ აწი დაკომენტარებას-მშვიდობაში მოიხმარეთ ასეთი სტატიები
Levani
21:02 25-03-2022
2
ეს რა წავიკითხე-უსაზღვროდ გაბრაზებული ვარ. ევანგელისტურ მსახურებას რატო უსრულებენ ბავშვებს მართლმადიდებლური ქვეყნიდან?
ახლა მაინც მიხვდით რო ანგლოსაქსებს მართლმადიდებლების გაწყვეტა უნდათ.
ევანგელისტებზე ბევრად მეტი საერთო მუსლიმებთან აქვთ მართლმადიდებლებს.
გაიღვიძეთ ბიჭო-რაის დასავლეთი კაია..არა გრცხვენიათ?
Levani
18:35 25-03-2022
13

სიახლეები პოპულარული