არგენტინული სერიალი გრძელდება - ვანდამ იკარდის ლიფტში უღალატა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ მაურო იკარდის თურმე, მეუღლე ვანდა ნარამ უღალატა, - იტყობინება As-ის ჟურნალისტი დიეგო ესტევესი.

გამოცემა აკონკრეტებს ღალატის ზუსტ ადგილს და ყველა დეტალს: ეს გასული წლის ბოლოს მოხდა, როდესაც ვანდა არგენტინაში გაფრინდა და მგზნებარე რომანი 32 წლის პირად მცველ ავგუსტინ ლონგეირასთან გააბა.

ვანდა ავგუსტინთან ურთიერთობას განსაკუთრებულად არც მალავდა და რამდენიმე ადამიანმა ნახა, როგორ შეიპატიჟა თავის ოთახში. ესტევესი ირწმუნება, რომ მათ კიდევ ერთი "ინტიმური შეხვედრა" ლიფტში ჰქონდათ.

ალბათ, გაინტერესებთ რა რეაქცია ჰქონდა იკარდის ამაზე? - ლონგეირა სამსახურიდან დაითხოვა...

Sportall.Ge

ვანდა ნარა 2014 წელს ფეხბურთელ
მაქსი ლოპესს გასცილდა და მის ყოფილ მეგობარს, მაურო იკარდის გაჰყვა ცოლად. იკარდიმ სამშვილიანი ქალი მოიყვანა, მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ და ვანდა მეუღლის საფეხბურთო აგენტი გახდა. 2021 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იკარდიმ ნარას არგენტინელ მოდელ, მსახიობ და მომღერალ ევგენია სუარესთან უღალატა. ვანდას უნდოდა იკარდის გასცილებოდა, მაგრამ საბოლოოდ ისინი შერიგდნენ და ქალმა სამაგიეროდ ქმრის შემოსავლების აქტივებზე უფლებები 2050 წლამდე სრულად მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 13 /
უგონებენ, არ იზამდა
ლევან მაღლაკელიძე
09:09 31-03-2022
0
ვანდა მოდი იკარდი ბოლომდე დავსტრესოთ და ჩემთანაც უღალატე ბარემ, აი ნახე საერთოდ გაგიჟდება :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული