ამაღელვებელი ამბავი - ერიკსენი, რომელმაც მთელი მსოფლიო აანერვიულა, ნაკრებს გოლით დაუბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
"ერთა ლიგის" შეხვედრების გარდა, ევროპაში ამხანაგური მატჩებიც გაიმართა. ნიდერლანდებისა და დანიის ნაკრების დაპირისპირება უხვგოლინი გამოდგა - 4:2. შეხვედრის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი 48-ე წუთზე მოხდა - მოედანზე სულ რაღაც 2 წუთის შემოსულმა კრიტიან ერიკსენმა ულამაზესი გოლი გაიტანა. 


მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს, დანიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ევროპის ჩემპიონატის შეხვედრის დროს გონება დაკარგა და მთელი მსოფლიო აანერვიულა. მაშინ 30 წლის ნახევარმცველი "ინტერში" თამაშობდა. კრისტიანმა მოედანზე დაბრუნება შეძლო, ინგლისურ "ბრენტფორდშიც" ჩაირიცხა და ახლა ნაკრებსაც გოლით დაუბრუნდა.

დანიელთა მხრიდან მე-2 გოლის ავტორი ვესტერგაარდი
გახდა, ნიდერლანდელებმა კი ბერგვინსის დუბლით, დეპაისა და აკეს გოლებით გაიმარჯვეს.

29 მარტს დანიელები ამხანაგურ მატჩში სერბებს უმასპინძლებენ, სადაც შესაძლოა, ერიკსენი უკვე სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

alt"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... დიდი მადლობა..." - კრისტიან ერიკსენი

altკრისტიან ერიკსენი: ფეხბურთს ისევ ვითამაშებ!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული