"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ევროპული სუპერლიგის პროექტი გააკრიტიკა.
"სუპერლიგის შემთხვევაში ჩვენ 3 გუნდზე ვსაუბრობთ, რომლებმაც კარგად იციან, რომ შანსი არ აქვთ. უკრაინაში ხალხი იხოცება, დასაძინებელი ადგილიც კი არ აქვთ და ჩვენ სუპერლიგაზე ვჩხუბობთ?
ამ კლუბების პრობლემა ისაა, რომ გრძელვადიანი ფინანსური პროგრამა არ გააჩნიათ. ცდილობენ ისაუბრონ სუპერლიგის იურიდიულ გარიგებაზე, თუმცა ავიწყდებათ, ფეხბურთი სოციალური კონტრაქტია და არა იურიდიული. ასე რომ, ისინი უბრალოდ ფურცელს იქნევენ.
ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ფლორენტინო პერესი მესაუბრა: "ჩვენ იმ ეტაპამდე უნდა მივიდეთ, საიდანაც თქვენთან დალაპარაკებას შევძლებთ".
უხეშად ვუპასუხე, ვუთხარი, რომ სიამოვნებით დაველაპარაკებოდი, თუმცა, თუ ჩემ ზურგს უკან რაიმის გაკეთებას დაიწყებდა, მაშინ ყველანაირ ინტერესს დავკარგავდი", - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.
მომზადებულია sports-ის მიხედვით
მიდი აბა თუ მართლა გეცოდება გააგზავნე თუნდაც 1 მილიონის დახმარება უკრაინაში, რა გიშლის ხელს?
ახლა გააგრძელე აბა შენ რა ქენი, ან რა კითხვაა და რა ლოგიკა?