ფიფა რუსეთის წინაშე ჩაიზნიქა და აგრესორის დასჯა ვერ (თუ არ) გაბედა

AutoSharing Option
როგორც იცით, უკრაინაში ომის დაწყების გამო ფიფამ და უეფამ რუსულ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალეს და დღეს დოჰაში ჩატარებულ ფიფას კონგრესზე რუსეთის გარიცხვას მოელოდნენ. თუმცა აგრესორი ქვეყნის მოკვეთის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ შეუტანიათ. სამაგიეროდ, წევრობა პაკისტანს, კენიასა და ზიმბაბვეს შეუჩერეს.

ამას გარდა, ფიფამ რუსული თავისი ორგანიზაციის ერთ-ერთ ოფიციალურ ენად დაამტკიცა. რუსული მხარე ფიფასგან ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა და ბუნებრივია, გახარებულები არიან, ხოლო უკრაინელები აღშფოთდნენ. ua-football-ი წერს, რომ ფიფა რაშისტების წინაშე ჩაიზნიქა.

ფიფას გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არ არის,
რადგან ისევე, როგორც უეფა, მუდამ ვიწრო მერკანტილური ინტერესებით ხელმძღვანელობს და ეს ორივე ორგანიზაცია რუსეთის მიმართ ყოველთვის ლოიალურია.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კონგრესის დასრულების შემდეგ მოკლე, არაფრისმთქმელი განცხადება გააკეთა და რუსებს ლამის ბოდიში მოუხადა:

"მე მხოლოდ შემიძლია ლიდერებს დავურეკო და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ვურჩიო. რუსეთის ნაკრებისა და კლუბების გარიცხვა იოლი გადაწყვეტილება სულაც არ იყო. ეს ყველაფერი ეხება იმ ხალხს, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ, თუმცა იყო ერთ-ერთი გზა მშვიდობისთვის".

მკითხველის კომენტარები / 26 /
""გაუჭირდებოდათ""
კახა
01 აპრილი 2022 06:11
0
რატო უნდა გაერიცხათ? დედამიწიდანაც ხომ არ გავრიცხოთ? არ აწყენდათ ისე, მაგრამ არარეალურია. ჩრ. კორეას არ რიცხავენ და რუსეთსაც არ გარიცხავენ, უბრალოდ დროებით სჯიან, სანამ ომს არ შეწყვეტს. ვფიქრობ მეტის მოლოდინი არც უნდა გქონდეს
სსნსს
01 აპრილი 2022 04:52
26
შენ ალბათ იმის მოლოდინი გაქვს, რომ რუსი უკრაინელებს გაანადგურებს და მერე ჩვენც მოგვდგება. გგონია შენ დაგინდობენ?
გიორგი
01 აპრილი 2022 14:45
0
ჩაიზნიქა არა....არამედ წაიკუზა!

ეს უფრო ასახავს ამ გადაწყვეტილების ინსტრუმენტალურ ფორმას.
მავნე
01 აპრილი 2022 15:01
4
ასე თუ გაგრძელდა ფიფას პრეზიდენტად კობახიძეს ან წულუკიანს ვნახავთ მალე. ფეხბურთი გაფარჩაკდა მოედანზეც და მის გარეთაც ამათ ხელში.
ლუკა
01 აპრილი 2022 21:06
0
ფიფა დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, აქვს თავისი დებულება და მისი გადასაწყვეტია, რას და როგორ მოიმოქმედებს. ზოგადად, სრულიად არაობიექტურია ყველა ის გადაწყვეტილება, რაც რუსეთის სპორტული ფედერაციების და სპორტსმენების მიმართ მიიღეს. თუნდაც ფეხბურთში, როცა რუსეთის ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა.
ზურა
01 აპრილი 2022 10:56
34
რამდენმა ადამიანმა მოგიკითხა გემრიელად ხვდები მაინც?
ID
01 აპრილი 2022 13:52
0
რუსის მონებოოო.
გიორგი
01 აპრილი 2022 14:41
0
ყველა გამოხმაურება
რუსეთსს ვერ გადაუღუნონ, თუ მოინდომა ფიფასაც დაშლის და უეფასაც ზედ მიაყოლებს, იმიტომ რომ არ გაძღა ფიფას ჩინოვნიკების მუცელი და მადა. თან ფიფაშიც და რუსეთშიც ზუსტად ერთნაირი კორუბციაა
გაბუ
01 აპრილი 2022 09:32
8
ვერ გაბედა კი არა ყველაზე სწორად მოიქცა ფიფა და რატომ: ევროპის ფედერაციას რუსეთი წელიწადში 360 მილიონ დოლარს ჩუქნიდა. აყვა ფეხის ხმას ფედერაციის მესვეურები და უარი უთხრა რუსებს ფულის მიღებაზე. რუსებიც ადგნენ და ამ ფულით იარაღს ყიდულობენ და ამ იარაღით ებრძვიან უკრაინას. გეკითხებით, სწორად მოიქცა ევროპის ფედერაცია? ფიფა ალბათ რუსებისგან მეტს იღებენ და ამ ფულზე უარის თქმა, რუსებისთვის იარაღის მიწოდების ტოლფასია.
ჟორა გაბრიჭიძე
31 მარტი 2022 23:41
29
ჟორიკ, შენ აშკარად თავი გაქვს მირტყმული რუსულ ტანკზე
გიორგი
01 აპრილი 2022 00:16
1
მაგარი პანტაზიოი ხარ ვინცხა ხარ:)
გიორგი
01 აპრილი 2022 14:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული