ესპანური AS-ის ცნობით, "ლივერპულის" ეგვიპტელი ლიდერი მოჰამედ სალაჰი შესაძლოა ფრანგულ "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგდეს.
წყაროს თქმით, პარიზელები მოჰამედს ლიონელ მესის შემცვლელად მოიაზრებენ. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერება, რომ 2021/22 წლების დასრულების შემდეგ არგენტინელი კარიერას სხვაგან გააგრძელებს.
რაც შეეხება სალაჰს, ეგვიპტელი "ლივერპულს" 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ "რომადან" შეუერთდა, გუნდთან არსებული ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გასდის. გერმანული Transfermarkt-ის თქმით, შემტევის საბაზრო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.
"მომ" ამ სეზონში პრემიერლიგაში 27 შეხვედრა გამართა, თავი 20 გოლითა და 10 ასისტით გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე
კი 8 გამართულ შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით