"ყველაფერი ამერიკამ დაიწყო, პუტინს ყოველთვის კარგი უნდოდა" - ბრაზილიელის სკანდალური განცხადება

AutoSharing Option
ბრაზილიური "ატლეტიკო სეარენსეს" ფორვარდმა არიმ, რომელიც წლების მანძილზე რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა, РБ Спорт-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი უკრაინაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო. 

"ახლა შეკრებას გავდივარ, გუნდთან ერთად ვარ, მალე ჩემპიონატი გვეწყება და მზად უნდა ვიყოთ. ბრაზილიაში მე და ჩემი ცოლი (რუსი) ვართ. ყველა ომს განიხილავს, რუსეთზე ლაპარაკობს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამერიკამ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რუსეთისთვის ყოველთვის საუკეთესოს აკეთებდა, მას უდიდეს პატივს ვცემ. 

ეკონომიკური კრიზისი ბრაზილიაშიც იგრძნობა. ბენზინი ძალიან ძვირი გახ
და, ფასები ყველაფერზე იმატებს. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დამთავრდება და კარგად ვიქნებით. არ მომწონს, როცა ხალხი რუსეთზე ცუდად ლაპარაკობს, მე ამ ქვეყანში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ", - განაცხადა არიმ. 

36 წლის არიმ კარიერა "ფორტალესაში" დაიწყო. შემდეგ იყო შვედური "კალმარი", "აზ ალკმაარი", მოსკოვის "სპარტაკი", "კრასნოდარი" და მოსკოვის "ლოკომოტივი". ფორვარდმა 2018 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2 მატჩიც ჩაატარა. 


მკითხველის კომენტარები / 31 /
იმას მარცხნივ რომაა, რა ტუჩები აქვს.)
დავით 67
00:37 18-10-2022
0
ძალა აღმართ ხნავს მეგობრებო. რომელი მხარეც წააგებს, დასავლეთი თუ რუსეთი, ის იქნება მტყუანი!
ლაშა
19:39 26-09-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული