"რუსეთზე არაერთი სტერეოტიპია, ხალხს პუტინი უყვარს" - კამერუნელი ფეხბურთელის სკანდალური განცხადება

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" შემტევმა კლინტონ ნ'ჟიმ კამერუნის რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"უცხოეთში რუსეთზე არაერთი სტერეოტიპია. როგორც წესი, ის სიმართლისგან რადიკალურადაა აცდენილი. შევეცდები, ყველაფერი დადებით ჭრილში დაგანახოთ: რუსეთი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა მსოფლიოში, მოსკოვი კი - ერთ-ერთი ულამაზესი.

კამერუნში, ზოგადად, აფრიკასა და ევროპულ ქვეყნებში, სადაც მითამაშია, პუტინი ძალიან უყვართ, ხალხს მოსწონს მისი სახელმწიფოს მართვის სტილი" - განაცხადა კლინტონმა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 8 /
ბევრი მაქ წაკითხული აფრიკელების და არაბების კომენტარი წაკითხული ამ თემაზე და ბევრი უჭერს მხარს რუსებს. ვფიქრობ, ეგ ამერიკის მიმართ ანტაგონიზმის ბრალია და არა რუსეთის სიყვარული. მათ ქვეყნებში ამერიკამ დაატრიალა , რასაც რუსეთი უკრაინაში შვება
გაგი
09 აპრილი 2022 10:26
1
ერთი ძველი "ლექსი" გამახსენდა:მინდორზე დარბის ცხენივით,მაგრამ არ ისმის ჭიხვინი,საბჭოთა ფეხბურთელია გენადი ევრუჟიხინი".სამაგიეროდ ეს აჭიხვინდა.რა ქნას,რაც შეუძლია იმას აკეთებს.
ესეც ფეხბურთელია?
08 აპრილი 2022 21:41
1
სახეზეც დიდი ინტელექტუალი ჩანს...
ზაზა
08 აპრილი 2022 20:53
1
ეს მაგისი ფეიბუქი https://www.facebook.com/profile.php?id=100070567445309

ესაც ინსტაა https://www.instagram.com/njie_clinton14/
სააკაძე
08 აპრილი 2022 18:00
2
უკაცრავად, მაგრამ ვისაც პუტინი უყვარს და მოსწონს ყველას დედაც...
აკო
08 აპრილი 2022 17:52
0
მოსკოვის გუნდში თამაშობს და აბა რას იტყვის ??
გიორგი
08 აპრილი 2022 17:43
1
"ოქროს ბურთი"არა, მაგრამ,"ოქროს კალაშნიკოვი" გარანტირებული აქვს.
ელგუჯა
08 აპრილი 2022 17:17
0
ეს ვინ ,,შვისტოკია,,
baggio
08 აპრილი 2022 16:48
0

სიახლეები პოპულარული