
მოსკოვის "დინამოს" შემტევმა კლინტონ ნ'ჟიმ კამერუნის რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
"უცხოეთში რუსეთზე არაერთი სტერეოტიპია. როგორც წესი, ის სიმართლისგან რადიკალურადაა აცდენილი. შევეცდები, ყველაფერი დადებით ჭრილში დაგანახოთ: რუსეთი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა მსოფლიოში, მოსკოვი კი - ერთ-ერთი ულამაზესი.
კამერუნში, ზოგადად, აფრიკასა და ევროპულ ქვეყნებში, სადაც მითამაშია, პუტინი ძალიან უყვართ, ხალხს მოსწონს მისი სახელმწიფოს მართვის სტილი" - განაცხადა კლინტონმა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით