კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ეროვნებით უნგრელმა იოჟეფ საბომ უნგრეთის მთავრობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ უკრაინასთან ომში პუტინს უჭერს მხარს.
- იოჟეფ იოჟეფის ძევ, რა მოგიხდათ უნგრულ პრესასთან?
- ადრე მირეკავდნენ, ნორმალურად ვურთიერთობდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ორბანის ნათქვამი წავიკითხე, მათთან საუბარზე უარი ვთქვი. ცოტა ხნის წინ დამირეკეს და ვუთხარი: "ბიჭებო, მე არ მინდა თქვენთან ლაპარაკი. მრცხვენია, რომ უნგრელი ვარ" და ყურმილი დავუკიდე.
როგორ შეიძლება ორბანს ენა იმის სათქმელად მოუბრუნდეს, რომ ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში ხოცვა-ჟლეტა უკრაინელთა ჩადენილია. ჩვენს
- რატომ აქვს ორბანს ასეთი პოზიცია?
- ის უბრალოდ მიეყიდა პუტინს. პუტინმა მას გაზი მისცა, ნავთობი იაფად მიჰყიდა. აი, მიზეზი. იარაღს არ გვაძლევ და შენს საზღვარზე ის დახმარება მაინც გამოატარე, რომელსაც სხვა ქვეყნები გვიგზავნიან.
ძალიან გავბრაზდი ორბანის მიერ ბუჩაზე ნათქვამზე. თავს ვერ ვიკავებდი, ვერ ვიძინებდი. ახლა გელაპარაკებით და ვტირი იმის გამო, როგორ ექცეოდნენ რუსები ბავშვებსა და ქალებს. ცხრა წლის გოგონა გააუპატიურეს. საშინელებაა!
დასავლეთის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ყველაფერი ნახეს. რუსებმა ველოსიპედისტი მოკლეს და შემდეგ ყური მოაჭრეს. ეს მხოლოდ ჯუნგლებში შეიძლება მოხდეს. ორბანი კი ამბობს, რომ მას მტკიცებულებები უნდა წარუდგინონ.
- უნგრეთის პრემიერთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ უკრაინაში ომის გამო უნგრეთში როგორი განწყობაა?

- არ ვიცი, არავისთან ურთიერთობა არ მაქვს. არ ვიცი, რას აჩვენებენ იქ ტელევიზიაში ბუჩასა და ირპენში მომხდარ ფაქტებზე. ადრე უნგრელ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ორბანმა გაიხსენოს, რა მოხდა 1956 წელს. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და ვტიროდი, როდესაც ბუდაპეშტში რუსული ტანკები შევიდნენ და ბავშვებსა და ქალებს გადაუარეს. ამის დავიწყება როგორ შეიძლება? ასეთი რამის პატიება შეუძლებელია!