საბო: ოცნება მაქვს - ჩავსვა პუტინი გალიაში და მთელ მსოფლიოში ვატარო

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ Fanday-სთან განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის გასანაგურებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს და ფიფა და უეფა გააკრიტიკა:

"მათი სამუდამოდ იზოლაციაა საჭირო. თუ თუნდაც 15 წლით იქნებიან დისკვალიფიცირებულები, შემდეგ ახალი თაობა გაიზრდება, ხელში ავტომატს აიღებენ და ისევ დაიწყებენ უკრაინასთან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან ომს. უკრაინამ რუსეთის გასანადგურებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. ოკუპანტების უბრალოდ ჩვენი ქვეყნიდან განდევნა საკმარისი არ იქნება. აუცილებელია წავართვათ ბირთვული იარაღი და დავუნგრიოთ ეკონომიკა, რათა 100 წლის შემდეგაც ვერ შეძლონ აღდგენა. სხვანაირად არ შეიძლება
მოხდეს!

უკვე ვთქვი, რომ ოცნება მაქვს - ჩავსვა პუტინი გალიაში და მთელ მსოფლიოში ვატარო. ეს ადამიანი არ არის, რაღაც არსებაა, "კეგებისტი". სუკ-ის თანამშრომლებისთვის ადამიანები არაფერს არ წარმოადგენენ. ის ასიათასობით მობილიზებულს სასიკვდილოდ აგზავნის.

საერთოდ არ მომწონს ფიფასა და უეფას პოზიცია. ამ ორგანიზაციას სათავეში რუსეთს მიყიდულები უდგანან. პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს არ სურს რუსეთთან ჰქონდეს საქმე, ხოლო უეფა ამას მაინც თავისებურად აკეთებს. მიმაჩნია, აქ "გაზპრომის" ფული მოქმედებს.

ცოტა დრო გავა და უეფა დ ფიფა რუსეთს თავიანთ ტურნირებში მონაწილეობის უფლებას დართავენ. მე ამაში დარწმუნებული ვარ. მათ არ აინტერესებთ, რომ უკრაინაში ხალხი იხოცება. რუსეთის მხარდამჭერები უნდა დაისაჯონ!

ინფანტინო და ჩეფერინი რუსეთისა და სხვა ქვეყნების ფულით ცხოვრობენ. მათ მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთსა და კატარს მიჰყიდეს. სად არის საერთოდ კატარი რუკაზე და უცბად რატომ გადაწყვიტეს მსოფლიოს ჩემპიონატის დეკემბერში ჩატარება?"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბახმუტი აგახიესსსსსსსსსსს
aron
11:50 25-12-2022
10
წყალ წახებული ხავს ეკიდებოდაო ავოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
dato
11:10 25-12-2022
13

სიახლეები პოპულარული