"გაბურძგნილ, ჩამოწერილ ქართველებს მოვუგეთ, მერე ვიჩხუბეთ" - "სპარტაკის" ექსკაპიტანმა ძველი ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ექსკაპიტანმა იგორ ტიტოვმა "თეთრ-წითლების" 100 წლის იუბილეზე რამდენიმე ისტორია გაიხსენა.

გთავაზობთ ამბავს, რომელშიც ყოფილი ფეხბურთელი ქართველებს ახსენებს:

"ერთხელ "სპარტაკის" მეორე გუნდთან ერთად უკრაინაში წავედი. 14-15 წლისები ვიყავით. ვეთამაშეთ გაბურძგნილ, ჩამოწერილ ქართველებს და 1:0 დავამარცხეთ. ბუნებრივია, წაგების შემდეგ გაღიზიანდნენ და ერთ-ერთ ტრიბუნასთან ხელჩართული დაპირისპირება ატყდა. რატომღაც გავიყავით და სხვადასხვა ადგილზე აღმოვჩნდით. ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც "სპარტაკის" სახელის დაცვა საკუთარი მუშტით მიწევდა" - გაიხსენა ტიტოვმა.

შეგახსენებთ, იგორი "თეთრ-წითლების" შემადგენლობაში 1995 წლიდან 2008 წლამდე თამაშობდა, რა პერიოდშიც 324 მატჩი
გამართა და თავი 86 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატს, ტიტოვმა პრემიერლიგა 6-ჯერ მოიგო.

მომზადებულია matchtv-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 106 /
რაში გვჭირდება,რას გვაძლევს,რას გვმატებს,რას გვასწავლის ასეთ ბოდვათა თარგმნა და საიტზე დადება?! კატეგორიულად არ მესმის და არ ვეთანხმები დროის,ენერგიისა და ნერვების ასე ფუჭად და უმიზნოდ ხარჯვას...
მერაბი
15:16 12-12-2022
6
ამაზე გაბურგძნული ვინ იყო, ეს საცოდავი რუსეთის ნაკრების იმ თამაშის მონაწილეა პორტუგალიის ნაკრებმა 7:2, რომ დაახურა თავზე, რუსეთის მთავარი მწვრთნელი თამაშის დამთავრებამდე წამოხტა და გასახდელში შევარდა.
ჟორა
15:35 18-04-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული