ესპანური "ფუენლაბრადას" 32 წლის თავდამსხმელმა რომან ზოზულიამ ორი ჯავშნიანი ავტომობილი შეიძინა და რუს ოკუპანტებთან მებრძოლ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნა.
ზოზულიამ დახმარებისათვის მადლობა "შახტარისა" და "ბარსელონას" ყოფილ მცველ დმიტრი ჩიგრინსკის გადაუხადა.
"ჩვენი მეომრები, რა თქმა უნდა, ფოლადისგან არიან ნაწრთობი, მაგრამ დამატებითი ჯავშანი მათთვის ზედმეტი არ იქნება. დღეს უკრაინაში ორი ჯავშნიანი ავტო გავაგზავნეთ, რომლებიც სხვადასხვა სასარგებლო და მნიშვნელოვანი საგნებითაა დატვირთული. ეს ჩვენი გმირებისთვის სააღდგომო საჩუქარია", - წერს ზოზულია "ფეისბუქის" გვერდზე.