"მარიუპოლის" ვიცეპრეზიდენტმა რუსები დაწყევლა - პუტინი უკურნებელი სენითაა დაავადებული?

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის "მარიუპოლის" ვიცეპრეზიდენტმა ანდრეი სანინმა განაცხადა, რომ მათ კლუბს დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ რუსეთის არმიამ ქალაქი გაანადგურა.

"ცხოვრობ, ოცნებობ, განვითარებისთვის გეგმებს აწყობ. იცი, რომ შენ უკრაინაში ერთ-ერთი საუკეთესო დახურული სტადიონი გაქვს და აქ უფასოდ 300-ზე მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარჯიშობს. ამ დროს დაუპატიჟებელი "რუსული სამყარო" მოდის და შენს ოცნებას კლავს. დაიწვით ჯოჯოხეთში, "განმანთავისუფლებელებო", - წერს სანინი სოციალურ ქსელში.

21 აპრილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შეხვდა, რომელმაც აცნობა, რომ მარიუპოლი "გათავისუფლებულია", თუმცა უკრინული მედია ამტკიცებს, რომ შოიგუმ
პუტინი მოატყუა.

tsn.ua ყურადღებას პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებს:

"რუსი დიქტატორისა და კრემლის ფიურერის პუტინის არაბუნებრივ პოზას ჩვენი გამოცემის მომხმარებლებმა მიაქციეს ყურადღება. იმაზე, რომ ის უკურნებელი სენითაა დაავადებული, დიდი ხანია საუბრობენ. ყოველთვის, როდესაც პუტინი საჯაროდ გამოჩნდება, ყველას მისი გარეგნობა აოცებს.

გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს, როგორ ჩაესვენა სავარძელში, მოეჭიდა მაგიდას და მთელი შეხვედრის განმავლობაში ხელი არ გაუშვა. გაოგნებას იწვევს მისი სახის გამომეტყველება და ნერვული ქცევა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რამდენიმე კვირაში ძალიან დაბერდა".

ადრე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინს, რომელიც ოქტომბერში 70 წლის გახდება, ფარისებრი ჯირკვლის კიბო აქვს და ექიმების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება - მათ შორისაა ქირურგ-ონკოლოგთა მთელი ჯგუფი ექიმ-რეამინატოლოგ დმიტრი ვერბოვოის ხელმძღვანელობით. აგრეთვე მას ე. წ. სტეროიდული გაბრაზებით გამოწვეული ტვინის აშლილობა აქვს, რაც მკურნალობის შედეგია და პრეპარატებს იღებს, რომლებიც სახის შეშუპებას იწვევს. ასევე აღენიშნება პარკინსონის დაავადება.

სხვათა შორის, 1944 წელს ადოლფ ჰიტლერსაც ხელის კანკალი დაეწყო და შემდეგ კანკალმა მისი სხეულის მთელი მარცხენა ნაწილი მოიცვა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნეტა მალე მოვესწრებოდეთ მის ჩაძაღლებას!
ILIA
02:34 23-04-2022
9
იმედი მალე ჩაძაღლდება და ამოისუნთქებს კაცობრიობა,კრემლის ფიურერისგან!
იმედო
12:25 23-04-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული