არავითარი რუსეთი და რუსეთის ნაკრები, კრასნოდარის მხარე საქართველოს - ჩინელების სურვილი და ვარაუდი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა აუკრძალეს და გამოსავალს ეძებენ - ჯერ დაიწერა თითქოს აზიის კონფედერაციაში აპირებენ გადაბარგებას, მაგრამ უზბეკეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვადიმ აბრამოვმა განაცხადა, რომ კლიმატური პირობებისა და განსხვავებული სპეციფიკის გამო იქ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ეს ვარიანტი ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ვიაჩესლავ კოლოსკოვსაც არ ხიბლავს, რადგან ასეთ შემთხვევაში ევროპაში ვერ დაბრუნდებიან. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამერიკის თასზე მიიღონ მონაწილეობა.

თუმცა, ფეხბურთსა და სპორტს ვინ ჩივის, რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო შეიძლება საერთოდ დაშლის საფრთხე დაემუქროს. ამის შესაძლებლობა
სრულიადაც არაა გამორიცხული, ვინაიდან დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, რაც მის ეკონომიკას უზარმაზარ ზარალს აყენებს, ხოლო უკრაინას ფინანსურადაც ეხმარება და შეიარაღებითაც. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოუყოს უკრაინას 33-მილიარდიანი დახმარება. აშშ-ის კონგრესმა "ლენდ-ლიზი" მიიღო, რომელიც საშუალებას იძლევა უკრაინას შეიარაღება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე გადაეცეს. საერთოდაც, დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც ომის დაწყებისას ფრთხილობდნენ, ახლა უკრაინის დახმარებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ამ ომში ყველას თავისი ინტერესი აქვს და მათ შორის ჩინეთსაც. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ რუსეთის დაშლა ივარაუდა და მსოფლიოს მომავალი პოლიტიკური რუკაც გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია, სავარაუდოდ ვინ მიიერთებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს.

Sportall.Ge

მოკლედ, ისეთი რამე შეიძლება მოხდეს, პოლონელ-ამერიკელი დიპლომატი და პოლიტოლოგი, დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის თამამ და განუხორციელებელ გეგმაშიც რომ ვერ წარმოიდგენდა.

ჩინელების პროგნოზის მიხედვით, როსტოვისა და ვორონეჟის ოლქები უკრაინას გადაეცემა, მოსკოვი ბელარუსს, სანქტ-პეტერბურგი და არხანგელსკი ფინეთს, ურალი და დასავლეთ ციმბირი ყაზახეთს, აღმოსავლეთ ციმბირი მონღოლეთს, ჩრდილოეთის რეგიონები ნორვეგიას, შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებს კი ჩინეთი და აშშ გაიყოფენ. ამას გარდა, რუსეთის ხარჯზე პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი და აზერბაიჯანიც გაფართოვდებიან.

და რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა - ჩინური "გეგმის" მიხედვით კრასნოდარის მხარე საქართველოს შემადგენლობაში შევა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსეი დანილოვის თქმით, რუსეთის დაშლის შედეგად დამოუკიდებელი სახელმწიფო იჩკერია წარმოიქმნება. უფლებადამცველი პაველ ლისიანსკი ამტკიცებს, რომ უკრაინაში დამარცხების შემდეგ 2-3 წელიწადში რუსეთი არსებობას შეწყვეტს და მარტივ მამრავლებად დაიშლება.

ეს ყველაფერი ზოგიერთს შეიძლება წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ საუკუნეში რუსეთის იმპერიაც დაიშალა და საბჭოთა კავშირიც.

მკითხველის კომენტარები / 64 /
პეტერბურგი და მოსკოვი დარჩება რუსეთს.კრასნოდარი და სოჭი რა თქმა უნდა საქართველოს ძირძველი მიწაა.ერთ წელიწადში მოხდება ეს. როსიიისკაია ფედერაცია “იდი ნახუი “
გიორგი
30 აპრილი 2022 03:17
21
ასეთი გადმოცემა არსებობს.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,ჩინეთის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა,მაო ძე დუნმა საბჭოთა კავშირს მიმართა თხოვნით,მათ შემადგენლობაში მიეღოთ ჩინეთი.სსრკ მთავრობასა და პოლიტბიუროში გაუხარდათ.ხუმრობა ხომარ არის,ამხელა ქვეყანა,შენ შემადგენლობაში შემოსვლას გთხოვს.გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა. სტალინმა ჩიბუხი გააბოლა და იკითხა,რამდენი მილიონი ცხოვრობს ჩინეთში?მაშინ დაახლოებით 400-500 მილიონი ცხოვრობდა,მგონი.საბჭოთა კავშირი კი,150 მილიონამდე იყო,გერმანიასთან ომის დაწყების წინ და ომში,26 მილიონამდე ადამიანი დაკარგა.სტალინს რა თქმა უნდა უპასუხეს.მერე როგორ გგონიათ,არჩევნებში ის ჩინელები ვის აირჩევენ?დასვა მეორე კითხვა სტალინმა,ჩიბუხი მოქაჩა,ჩაიბურტყუნა-სულელები და სხდომა დატოვა.პილიტბიურომ ერთხმად უარი თქვა,შემოთავაზებაზე.
სოსო
30 აპრილი 2022 11:21
1
გიორგი რომელს არ მოეწონა ეს "რასკლადი" დისლაიქი რომ დასვა?
ბათუმელი ექსპერტი
30 აპრილი 2022 10:36
8
ყველა გამოხმაურება
სხვისი არაფერი გვინდა მაგრამ რუსეთის დაშლა გვინდა ჩვენი ტერიტორიები ჩვენ გვინდა. 30 წელია ახრჩობს საქქართველოს. სოჭიც ჩვეენია და დაუბრუნდება საქართველოს.... რუსეთის დაშლა გარდაუვალია ასეც უნდა მოხდეს, ასეთია ნება ცივილური საამყაროსი...პუტინმა თხარა თხარა სამარე გაუთხარა რუსეთს...ეს იცის ბეზპრედელობამ
დევნილი
01 მაისი 2022 00:47
8
ისე არ იქნებოდა ცუდი, იქნებ მართლა ასრულდეს
ქართველი
01 მაისი 2022 09:23
9
საინტერესოა
???
02 მაისი 2022 08:40
1
დასასრულს უნდა მიგეწერა... ჭირა იქა, ლხინი აქა
emre
30 აპრილი 2022 10:50
14
დაშლა რუსეთის რა თქმა უნდა გარდაუვალია. წინასწარ ასეთი რუქის მიხედვით რომ დაიშალოს შეუძლებელია. სრულად რუსეთის გაქრობა ცოტა წარმოუდგენელი მგონია. საქრთველო უქართველებოდ მე არც ისე მხიბლავს. მაგ ტერიტორიებზე ქართველები არ სახლობენ. ჩვენ ჩვენიც საკმარის გვაქვს და სოჭის სანაპიროებიც თუ იქნება მაგას რა სჯობია? ქართველებს დამრავლება უფრ გვინდა ვიდრე ტერიტორიების გაფართოვება. 3.7 მილიონი ერთი საშუალო ქალაქის მოსახლეობა ვართ და აქედან ყველა ქართველად არ თვლის თავს. ქართული უნდა ვასწავლოთ ჩვენ მოქალაქეებს აუვცილებლად. კავკასიის მთები ჩვენ ბუნებრივი საზღვარი გვაქვს და არ მგონია საზღვრებს გავცდეთ. თუმცა ინგუშებს ჩვენს მიმართ განსხვავებული პატივისცემა აქვთ. მაგრამ პირველ რიგში ჯარი უნდა გავაძლიეროთ აუვცილებლად ესეც არ დავკარგოთ რაც გვაქვს. სირცხვილია შენ ჯარზე იძახო (აგერ 40კმ-ში დგანან 15 წუთში აქ მოვლენო) ჯარი არ გვყავსო. სირცხვილია ერთი ვიღაც ბუჩქებიდან მართავდეს მთელ ქვეყანას. ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ და თუ რწმენა არაფრის გვექნება, როგორც საზოგადოება უფრო მეტად დავნაწევრდებით. მთავრობა ამ ჟამს ერის გამთლიანობაზე უნდა ზრუნავდეს.
G.LA
30 აპრილი 2022 09:52
8
სრულიად მისაღებია მთელი მსოფლიოსთვის მოვლენების ასე განვითარება... არ შეიძლება ეპატიოს რუსეთს ის რაც მან ჩაიდინა და ამ წუთებშიც სჩადის
მარტო გლეხი
30 აპრილი 2022 16:16
13
ოცნებას კაცი არ მოუკლავს...მაგრამ ძაან აბსურდია ასე მოხდეს...
ნიკო
30 აპრილი 2022 11:22
13
არაფერი სხვისი არ გვინდა, ჩვენი დაგვიბრუნეთ!
Tbilisi
01 მაისი 2022 00:40
1
კრასნოდარის მხარის 70% ჩვენი იყო ერთ დროს !
zura222
01 მაისი 2022 01:58
10
ღიმილის მომგვრელია ეს ბრძნული პროგნოზები, იმდენად უნდა ჩინეთს ციმბირის მიერთება რომ სისულელეებსაც არ ერიდება, რუსეთი როგორც კი შეატყობს რომ ტრ..სკენ მიდის საქმესეგრევე ბირტვულ პოტენციალს გამოიყენებს-ამ ლოგიკით თუ მე არ ვიქნები მასინ სხვებიც უკან მომყვნენ, ვინც ცოტათი მაინც იცნობს რუსულ ხასიათს ალბათ დამეთანხმება, ასე რომ მოგებული ვინ დარჩება ღმერტმა იცის
ალეკსანდრე
30 აპრილი 2022 09:19
12
"ბირთვულს გამოიყენებს" თორე გეგონება შიგ მოსკოვში ვერ მიარტყამენ რა :D
kaxa
30 აპრილი 2022 13:07
10
ზუსტად იგივეს ვფიქრობ მეც, რუსეთი რო სპასობნია ატომი გამოიყენოს თუ კუთხეში მიიმწყვდევენ , მაგას წყალი არ გაუვა. თავისი ხალხი კიდია და სხვაზე იფიქრებს?? ამბობენ კიდეც და არც მალავენ და გამკეთებლებიც არიან , ღმერთმა დაგვიფაროს.
Ggg
30 აპრილი 2022 13:28
8
თავმოყვარეობა?! მონღოლეთს ვინ მისცემს ან რატომ? ან ჩვენ რატომ დაგვითმობენ კავკასიას? ან ბელარუსს რა პრინციპით? რატომ აშტერებთ ბავშვებს.
ლუკა
30 აპრილი 2022 15:37
14

სიახლეები პოპულარული