როგორც დაანონსებული იყო, რუსული ფეხბურთი უეფამ კიდევ ერთი სეზონით ყველა დონეზე მოკვეთა. ამ ორგანიზაციის ახალ პრესრელიზში მოყვანილია სრული ჩამონათვალი, სადაც რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს მონაწილეობა აეკრძალათ.
ამას გარდა, უეფამ ბათილად ცნო რუსეთის ევრო 2028-ისა და ევრო 2032-ის ჩატარებაზე შეტანილი განაცხადი.
ხორვატიის ქალაქ სპლიტში ადგილობრივ "ჰაიდუკთან" გამართული საქველმოქმედო მატჩის (3:3) შემდეგ "შახტარის" გენერალური დირექტორი სერგეი პალკინი უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინს შეხვდა და გუნდის მაისური გადასცა, რომელსაც ზურგზე წარწერა აქვს - "მარიუპოლი".
დონბასელები შეხვედრის დაწყებამდე მოედანზე მაისურებით გავიდნენ, რომლებზეც ეწერა - SAVE
"აზოვსტალის" მფლობელი რინატ ახმეტოვია, რომელსაც რუსეთთან კავშირში ადანაშაულებდნენ, მაგრამ ის უკრაინაში დარჩა და ოკუპანტების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც მეტალურგიული კომბინატი მიწასთან გაასწორეს.