"ამ ფინთებმა დიადი რუსეთის მოკვეთა გაბედეს - საკუთარ მუნდიალს ჩავატარებთ" - ანზორმა მთლად გაუტია

AutoSharing Option
მოსკოვის „ტორპედოსა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი, რომელსაც სახელმწიფო დუმის დეპუტატობა მოსურვებია და ამ ბოლო დროს ნამეტნავად აქტიურობს, უეფას მიერ რუსეთის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთამ აღაშფოთა.

"ჩემი სახელით გადაეცი უეფას, ყველა ამ ასო-წევრებს, რომლებმაც ხმა მისცეს ჩვენ ევროტურნირებიდან და სხვა ჩემპიონატებიდან მოკვეთას, რომ ისინი ფინთები, ბილწები (паскудные мрази) და გამყიდველები არიან!
მათ დაავიწყდათ, რა არის სპორტი. სპორტი - ეს პატიოსანი შეჯიბრებაა. უეფაში ამის შესახებ არ იციან. მათ დიადი რუსეთი მოკვეთეს.

დაე, ისინი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ ხმა მისცა, შთამომავლებმა დაწყევლონ.
მათ გარეშე არ დავიკარგებით, ჩვენი ხელმძღვანელობა მოძებნის, რამეს მოიფიქრებს. მაგალითად, ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან ერთად ჩვენს ოლიმპიადას, ჩვენს მსოფლიო ჩემპიონატს, აზიის ჩემპიონთა ლიგას და კიდევ რამეს შექმნის.

ისინი ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ დიდი ევროთასების კლუბების გარეშე დავიკარგებით. ტაიმ-აუტს ავიღებთ, თუნდაც 5 წლით. იმას მივაღწევთ, რომ უეფაში დასაბრუნებლად მუდარას დაგვიწყებენ.

უეფას მომავალში რეორგანიზაცია ელის. თავისი არსით ეს პატიოსანი ორგანიზაცია უნდა იყოს და არა დასავლეთის ქვეყნების საძაგელი პოლიტიკოსების ქვეშევრდომი. თუმცა ასეთ სანქციებს მივეჩვიეთ და მხოლოდ ძლიერები ვიქნებით", - ციტირებს მგზნებარე სიტყვით გამოსულ კავაზაშვილს РБ Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ჩრდილო კორეასთან ერთად ჩაატარეთ მუნდიალი ! ისინი უკვე არიან მსოფლიოს ჩემპიონები და მიდით წაართვით ტიტული DDDD
zura222
03 მაისი 2022 23:37
5
ხო მახსოვს ჩრ.კორეისა და ბრაზილიის ფინალი,კორეამ მოიგო 3:1,ვაი მაგათ პატრონს.
eeeeeex
04 მაისი 2022 09:05
1
ამ ნაფტალინას რა წარამარა ამზეურებთ?
ალიოხა
04 მაისი 2022 01:27
4
ბატონო ანზორჩიკ, დიადი რუსეთი კი არა, ბ-ლიადი რუსეთი მოკვეთეს! თქვენი ჩატარებული მუნდიალი არ გაიშვას:))))
პაატა
03 მაისი 2022 23:02
2
თუ, საკუთარი მუნდიალის ჩატარებას დააპირებთ ---იქნებ რუსეთის გლობუსიც გამოგეშვათ!?
ფერნანდო
03 მაისი 2022 23:17
2
რა შეუშლით ხელს? DDDD
D
03 მაისი 2022 23:51
0
როგორც აქ ზოგიერთმა ვიწინასწარმეტყველეთ ნაღდათ ასრულდებათ ოკუპანტებს. შეკრეფენ თავის მიერ აღიარებულ ჯუჯებს და ბელორუს, ერითრია, ჩრდილო კორეას მიუმატებენ. მაგარი მუნდიალი კი ექნებათ, დატკბნენ. DDD
G.LA
03 მაისი 2022 22:38
1
ნურას უკაცრავად ჩრდილოეთ კორეა ფიფას წევრია თავს არ გაუყადრებს რუსებს :))
გიორგი
03 მაისი 2022 23:03
0
აუ აბაა ამათი მეგობრების თამაშ იქნება ერთი სიამოვნებაა :)
სიმართლე
03 მაისი 2022 23:05
0
და ამ *ლის სახელის დარქმევა უნდოდათ ბათუმის სტადიონისთვის
-_-
03 მაისი 2022 23:55
4
რაზე დაყრდნობით ავრცელებ ეგეთ ინფორმაციას?
მაიცა ძიავ
04 მაისი 2022 08:26
0
თვითონვე თქვა sports.ru ინტერვიუში
-_-
04 მაისი 2022 16:46
0
აუ რა საზიზღარი და გულის ამრევი მასტია. ნეტავ გვარი არ ჰქონდეს ქართული, და მომკალი თუ გინდა. არ აგვაქოთა ყველა
muro
04 მაისი 2022 03:15
3
ხოდა ყველანი ერთად შეიკრიბეთ გამოექანეთ და დამასკდით
LUKAKU
03 მაისი 2022 23:00
0
წატი შენი!.......
bmb
03 მაისი 2022 23:01
2
ერთ სიმართლეს ყველა ამბობს, უბრალოდ ზოგჯერ ამ კაცივით თვითონაც ვერ ხვდება რა თქვა
100% -იანი ხართ ბატონო ანზორ უეფა "თავისი არსით ეს პატიოსანი ორგანიზაცია უნდა იყოს"
ეს რომ მართლა მასე ყოფილიყო ახლა კი არა ჯერ კიდე 90-იანებში იყავით გასაგდები, მაგრამ თქვენმა მოსყიდულმა მონებმა იუგოსლავიას გაუბედეს ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნა (1992წ.) და რუსეთს კი მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონატიც კი მიყიდეს.
ოთარი
04 მაისი 2022 10:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული