სლუცკი გალოთებას არ აპირებს - კვარაცხელიას გარეშე "რუბინი" ფსკერისკენ მიექანება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი "რუბინი" ისევ დამარცხდა, ამჯერად მოსკოვში "ლოკომოტივთან" 0:1 და პლეი-აუტის ზონაში დაქვეითდა. ნამატჩევს კომენტარი ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.

"მჭიდში მხოლოდ 10-11 ფეხბურთელი გვყავს. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ კოსტიუმი, რომელიც ყველგან გარღვეულია. უფრო ფეხბურთელების მკურნალობით ვართ დაკავებული, ვიდრე მატჩებისთვის მომზადებით.

თუ ახლა ხანგრძლივად სმას დავიწყებ ან დეპრესიაში ჩავვარდები, ამით საქმეს არ ეშველება. ამას არ ვაპირებ. ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

არ შემიძლია გითხრათ, რა ელის მომავალ სეზონში რუსულ ფეხბურთს. თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობს, მზად ვარ ფული გადავუხადო. ჩვენ
დღევანდელი დღით ვცხოვრობთ, პრობლემების გადაჭრით ვართ დაკავებული. ახლა დიდი ავანსია, თუ ვინმე პერსპექტივაზე მსჯელობს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
არა ბიჭო ხვიჩა უნდა გალოთებულიყო და დალპობილიყო რუსეთში. იმდენი არ აგიდგათ გვერდები
Rubin_ Moika
01:33 09-05-2022
2
მართლაც რაც კვარა წამოვიდა თამაში ვერ მოიგეს. ახია თქვენზე რაც გჭირთ. გააპროტესტეთ მაინც თქვენი ბოროტი ქვეყნის ქმედებები. ერთი პოსტი მაინც დაწერონ, რომ არ ეთანხმებიან რაც ხდება, მაგრამ როგორ აბა? დაზომბირებული ჰყავთ თავიანთ ბოროტების მანქანა ტელევიზიებს.
იმედია ვერასოდეს დაბრუნდებიან მსოფლიო ფეხბურთში. ერთმანეთთან რაც უნდათ ის უქნიათ...
Winter
01:38 09-05-2022
10

სიახლეები პოპულარული