სადიო მანე შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ერთ-ერთი ლიდერი სადიო მანე შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანური გუნდი სენეგალელი შემტევით ინტერესდება.

წყაროს თქმით, თვითონ ფეხბურთელიც არ გამორიცხავს "ბლაუგრანას" ფორმის მორგებას.

შეგახსენებთ, მანე მერსისაიდში 2016 წელს "საუთჰემპტონიდან" გადავიდა, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრა გამართა და თავი 14 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლივერპულიდან ბარსელონაში? ჭკვიანი კაცი დღეს ამას არ გააკეთებს.
უშანგი
12:20 10-05-2022
3
ეს ბარსა რამდენ ფეხბურთელს ყიდულობს ბოლო ბოლო გაუგებარია, თუ კი ვინმეს კონტრაქტი უმთავრდება ყველას ბარსა ეპოტინება და ბოლოს ისე გამოვა დარჩება მემფისის იმედზე
მამუკა
14:07 10-05-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული