"შახტარისა" და უკრაინის ნაკრების მეკარის, ანდრეი პიატოვის მეუღლემ, იულია პიატოვამ განაცხადა, რომ რუს ოკუპანტებთან მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფული შეაგროვა და გადაურიცხა, რითაც შეუძლია კიდევ დაეხმარება, ბავშვების გამო ვერ მიდის საომრად, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ამასაც გააკეთებს.
"რა თქმა უნდა, იქ რომ ვიყო, ვერ შემაჩერებდნენ, ბრძოლებში მონაწილეობას მივიღებდი. ანდრეი მეუბნება: "დარწმუნებული ვარ, იარაღით ხელში ფრონტის წინა ხაზზე იქნებოდი". მე ძალიან კარგად ვისვრი - ჩემი მამა სამხედრო და მონადირეა. მგონია, საჭირო რომ იყოს, შევძლებდი. მშიშარა არ ვარ.
ჩე
მების დაცვა თუ დამჭირდა, მე ან ჩემს ოჯახს თუ საფრთხე დაემუქრა, მერწმუნე, ტყვიას შუბლში დაუფიქრებლად დავახლი. აი, ეს პირუტყვები, რომლებიც მოდიან, აუპატიურებენ, კლავენ და ძარცვავენ, ჩემთვის ადამიანები არ არიან - ასეთ არაადამიანს არ დავინდობდი. ასეთი დასანდობი არ არის. თუმცა, არ მინდა ცოდვა დავიდო, შემდეგ მთელი ცხოვრება უნდა მოვინანიო, მაგრამ აქ სხვა სიტუაციაა", - ციტირებს იულია პიატოვას ua-football-ი.