"მივუწვინოთ პუტინი მავზოლეუმში ლენინს" - პიატოვი და ხაცკევიჩი რუსულ აგრესიაზე

AutoSharing Option
"შახტარისა" და უკრაინის ნაკრების მეკარემ, 37 წლის ანდრეი პიატოვმა და კიევის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა, ბელარუსმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ომის დასრულებაზე ისაუბრეს.

ანდრეი პიატოვი: "როდის გახდება დონეცკი ისევ უკრაინული ქალაქი? როგორც კი მავზოლეუმში ახალი ვლადიმერი (პუტინი) დაწვება. "დონბას არენაზე" პირველ მატჩში უკრაინის ეროვნული გუნდი მსოფლიო ნაკრებს უნდა შეხვდეს. თამაში 0:0 უნდა დასრულდეს, როგორც სიმბოლო სპორტის არსისა, თუ როგორ გავხადოთ ადამიანების ცხოვრება უკეთესი და არაა საჭირო არაჯანსაღი აგრესიის სწავლება".

ალეკსანდრ ხაცკევიჩი: "თუ ბელარუსი ამ ომში სრულად ჩაერთვება, მაშინ შეიქმნება
კიდევ ერთი "შესანიშნავი" ქვეყანა, რომელიც საბოლოოდ იცეკვებს რუსების დაკრულზე, თუმცა ჩვენ ჩვენი კულტურა გაგვაჩნია. 24-ის შემდეგ მსოფლიო ორ ნაწილად გაიყო - ადამიანებად და რუსებად. ახლა რუსებს შეიძლება ბელარუსები დაემატონ. ჩენ დავუთმეთ რუსეთს პლატფორმა და უკვე ჩავერთეთ ამ ომში. სამხედრო ტექნიკა ჩვენს ქალაქებში გადაადგილდება. ბელარუსი და პირადად ლუკაშენკო უკვე გახდნენ თანამონაწილენი. ბელარუსი ჯარისკაცები აქ არ არიან და იმედია, არც იქნებიან.

ჩვენთან თეთრი რუსეთია და არ არის საჭირო წითელი გავხადოთ. ლუკაშენკო და პუტინი დიქტატორები და ნაძირლები არიან. პუტინი ლუკაშენკოზე შორს წავიდა. მთელი მსოფლიო თავის მიმართ განაწყო, როცა უკრაინელები სარდაფებში ჩარეკა და თავადაც სარდაფში ცხოვრობს, მაგრამ თუ უკრაინელები სარდაფებიდან ამოვლენ და ახალი ცხოვრების მშენებლობას დაიწყებენ, ის მთელ ცხოვრებას სარდაფში გაატარებს. როგორც ერთი ჩემი ნაცნობი ამბობდა: უკვე დროა მავზოლეუმში ერთი ვლადიმერი მეორით შევცვალოთ. ეს რაც მალე გაკეთდება, მით უკეთესი".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მშვენიერი შედარებაა - ადამიანები და რუსები!
2
ევროპა ამერიკელების დაკრულზე წვება
aron
18:29 08-04-2022
62

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული