დავით ხოჭოლავას თანაგუნდელს კიევში ავტომობილი მოპარეს
AutoSharing Option
დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარის" მეკარეს ანდრეი პიატოვს 11 აპრილს ღამით კიევის ცენტრში ავტომობილი Audi Q7-ი მოპარეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
ეს უკრაინის დედაქალაქში "შახტარის" ფეხბურთელებისთვის მანქანის მოპარვის პირველი შემთხვევა როდია - 3 დეკემბერს ხორვატ მცველს დარიო სრნას Range Rover-ი მიპარეს, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.