კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი "რუბინი" რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში „რუბინი“ სახლში 1:2 დამარცხდა „უფასთან“ და რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა.

სტადიონზე მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ და ფეხბურთელებმა ბილეთები შეიძინეს, გულშემატკივრებს დაურიგეს და 45 105-იან „აკ ბარს არენაზე“ 25 142 მაყურებელი მივიდა, შეეძლოთ ფრისთვის მიეღწიათ, მაგრამ 90+13-ე წუთზე (!) ვიტალი ლისაკოვიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა.

გამოჩნდა, რომ „რუბინი“ ძალიან იყო დამოკიდებული ექვს ლეგიონერზე და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლებმაც გუნდი დატოვეს.

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე სლუცკიმ განაცხადა, რომ ფანების მადლიერია, შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვებზე პასუხების გაცემის
ხასიათზე არაა და დარბაზი დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
შარშან ხვიჩას წყალობით ჩაატარეს ძალიან მაგარი სეზონი და ევროპაზეც გავიდნენ. 18 მილიონიანი ფეხბურთელი ჰყავდათ გუნდში და მისით გამდიდრებას გეგმავდნენ. კი იძახნდნე არ ვართ ხვიჩაზე დამოკიდებულიო მაგრამ ყველამ დაინახა რეალურად როგორც ყოფილა.
!!
22 მაისი 2022 00:59
4
ხვიჩას გარდა ჩემო კარგო გუნდი დატოვა თითქმის ყვალა წამყვანმა მოთამაშემ და ხვიჩაზე დამოკიდებულება გაზვიადებული ხომ არ არის? თუ არ იცით, ჰაერზე ლაპარაკს შეეშვით რა...
გურამი
22 მაისი 2022 11:16
7
მისით გამდიდრებას კი არ გეგმავდნენ რუსეთში ჩალპობას უპირებდნენ და სპეციალურად უწევდნენ ფასს რომ ვერავის ეყიდა და არ გაყიდულიყვნენ. მორჩით მიამიტობას
5.
22 მაისი 2022 02:31
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული