ბრაზილიისა და "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სურს.
"ჩემი მიზანი იგივეა, რაც წლების წინ, მინდა ყველა ტურნირი მოვიგო; ჩემი სურვილია მსოფლიოსა და ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვიასპარეზო და ორივე გათამაშების გამარჯვებული გავხდე. სწორედ ესაა ჩემი მიზანი.
ლიგა პსჟ-ში უნდა მოვიგო. გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს, ამიტომ არაფრის არჩევანი არ მაქვს. დიახ, ეს ყველაფერი პარიზულ გუნდში მოხდება", - ციტირებს Canal+ ნეიმარს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით