"იმედია, კიდევ ერთ სეზონს ბუნდესლიგაში აღარ ჩავატარებ..." - ლევანდოვსკის წასვლა გადაწყვეტილი აქვს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ისე ახლოსაა გუნდის დატოვებასთან, როგორც არასდროს.

რამდენიმე ხნის წინ აღნიშნული ინფორმაცია ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ "ტვიტერის" გვერდის საშუალებით გაავრცელა.

"ბაიერნი" სერიოზული გუნდია. იმედია, ჩემს გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდებიან და კონტრაქტით გათვალისწინებულ კიდევ ერთ სეზონს ბუნდესლიგაში აღარ ჩავატარებ".

ლევანდოვსკის კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, თუმცა მას ტრანსფერი ახლავე სურს. ცენტრფორვარდის გადაბირების მთავარი და ერთადერთი ფავორიტი კატალონიის "ბარსელონაა".

შეგახსენებთ, პოლონელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად, ჯამში, 46 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მომზადებულია Sports-ის
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული