გოლები მარტინესმა, დი მარიამ და დიბალამ გაიტანეს. ორი საგოლე გადაცემა მესიმ გააკეთა, ერთი კი - მარტინესმა.
არგენტინა ზედიზედ 32 მატჩში დაუმარცხებელია (22 მოგება და 10 ფრე) და თავისი რეკორდი გააუმჯობესა. ამ 32 შეხვედრიდან სკალონის გუნდმა 14-ში კარი მშრალად შეინახა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა მესიმ კარიერაში მე-40 ტიტული მოიპოვა - ეროვნულ გუნდში მე-2 - წინ კატარის მსოფლიოს ჩემპიონატია.
ლონდონი. „უემბლი“
იტალია - არგენტინა 0:3
გოლები: 0:1 მარტინესი (28), 0:2 დი მარია (45+1), 0:3 დიბალა (90+4)
სულ მესიზე ვლაპარაკობთ,მაგრამ მის ჩრდილში თითქოს არ ჩანდა ანხელ დი მარია.არადა ამ თამაშშიც შესანიშნავი გოლი შეაგდო.მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელია.