
"ატლეტიკოსა" და "ჩელსის ყოფილმა თავდამსხმელმა, 33 წლის დიეგო კოსტამ იანვარში "ატლეტიკო მინეირო" დატოვა და მალე "კორინთიანსში" გადავა. სან-პაულურმა კლუბმა დიეგოს კონტრაქტის 2023 წლის დეკემბრამდე გაფორმება და ამ დროის პერიოდში გასამრჯელოდ 1.2 მილიონი ევრო შესთავაზა. მან ნ'გოლო კანტეს საშხაპეში სიმორცხვეზე იხუმრა
"როდესაც "ჩელსიში" ვასპარეზობდი, სულ ვცდილობდი შიშველი გადავხვეოდი კანტეს. ასე იმიტომ ვხუმრობდი, რომ ძალიან მორცხვია. შევდიოდი საშხაპეში და ვეუბნებოდი: "კანტე, ჩამეხუტე!", ის კი მპასუხობდა: "არა, არა, დიეგო!" წარმოიდგინეთ, ის საშხაპეში ტრუსსაც არ იხდის", - ციტირებს დიეგო კოსტას Talk Sport-ი.
ბოლო ბოლო ჰქმნა კოშტამ საწადელი? - საქმე საარაკო? თუ ვერა? როგორ დამთავრადა ესე ამბავი მვითა სიზმარი ღამისა? გარდახდეს, გავლეს სოფელი? - ნახეთ სიმუხთლე ჟამისა? ჰა? ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.