"რუსეთის ნაკრებისთვის ფეხბურთის თამაში რომ არ აეკრძალათ, ჩვენ უკრაინასაც დავამარცხებდით და ავსტრიასაც! მაგრამ უსირცხვილო პოლიტიკოსებმა აიძულეს ფიფასა და უეფას ხელმძღვანელობა, გადაუდებელი ზომები მიეღოთ ჩვენი ფეხბურთის წინააღმდეგ.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ფედერაციებში ხელმძღვანელობის შეცვლა დაგვიანებულია. აუცილებელია, შეიქმნას სრულიად ახალი ფედერაცია, რათა მათ გაიგონ, რომ არ არიან სიტუაციის ბატონ-პატრონები. მათ ყველა წესდება დაარღვიეს", - ამბობს კავაზაშვილი.