ლიონელ მესი მსახიობის როლს მოირგებს, არგენტინელს სერიალში იღებენ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავი ლიონელ მესი არგენტინულ სერიალში გამოჩნდება.

"მცველები" - ასე ეწოდება სერიალს, რომლის მეორე სეზონშიც "ლა პულგას" ვიხილავთ.

სიუჟეტი ფეხბურთის ირგვლივ ვითარდება, სადაც 3 საფეხბურთო აგენტის კარიერის რთული ცხოვრებაა ასახული. ყოველი მათგანი მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფება და გადაწყვეტენ, საკუთარი კომპანია შექმნან.

აგენტები არა მხოლოდ ფეხბურთელების ფინანსურ სიტუაციას აკონტროლებენ, არამედ საკუთარი კლიენტების კარიერის დაცვას ცდილობენ.

სერიალის პრემიერა 2023 წელს შედგება.

ლეო ფილმში ეპიზოდურ როლს შეასრულებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 12 /
მესის, რომ კაცი გალანძღავ, ფაქტიურად ამით ფეხბურთს ლანძღავ!
კახა.
16:26 09-06-2022
0
მართლაც რომ ასეა! "ამაშიები" შოკში არიან (თუნდაც შოკუნიებში)
patrioti
15:02 09-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული