"უგუნურება" - ზელენსკი აფხაზეთის გუნდის ოკუპირებული ტერიტორიების "ჩემპიონატში" მონაწილეობაზე

AutoSharing Option
გუშინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ განიხილება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გუნდის ყირიმის, მელიტოპოლის, ხერსონის, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების კლუბებთან ერთად გაერთიანებულ ჩემპიონატში თამაში. ამაზე კომენტარი ტრადიციულ რადიომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა:

"ზუსტად 10 წლის წინ დაიწყო ევრო 2012. მატჩები ჩვენი ორი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ, დონეცკში, "დონბას-არენაზე" გაიმართა. გავიდა მხოლოდ 10 წელი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს სხვა სამყაროში მოხდა.

დღეს ოკუპანტებმა უგუნური სიახლე გვამცნეს, რომ ემზადებიან გაა
ერთიანონ რაღაც საფეხბურთო კლუბები ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან ერთ ფსევდოჩემპიონატში - დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან, მელიტოპოლიდან, ყირიმიდან, თვით საქართველოს ტერიტორიის ნაწილიდანაც კი. ეს ოკუპანტების მიერ ხალხის დაცინვაა, რომლებსაც ყველაფერი ახსოვთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
აგვისტოს ომზე აღარ ღლიცინებ ნაზირალავ?
12
კარგი კაცი ხარ შენ, ზელია!
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული