ინგლისი საკუთარ მოედანზე იტალიას დაუზავდა - მატჩი დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა და ლოგიკური შედეგით დასრულდა.
ვულვერჰემპტონი. „მოლინიუ“
ინგლისი - იტალია 0:0
ასევე ფრე დაფიქსირდა მეორე შეხვედრაში, სადაც უნგრეთმა და გერმანიამ საწყის 9 წუთში გოლები „გაცვალეს“, შემდეგ კი არ გაუტანიათ.
ბუდაპეშტი. “პუშკაშ არენა“
უნგრეთი - გერმანია 1:1
გოლები: 1:0 ნადი (6), 1:1 ჰოფმანი (9)
5 ქულით ლიდერი იტალიაა, მეორე ადგილზე 4 ქულით უნგრეთია, 3 ქულით მესამეზე გერმანია, ხოლო 2 ქულით მეოთხეზე ინგლისი.
14 ივნისს ინგლისი უნგრეთს, გერმანია კი იტალიას უმასპინძლებს.