რუსების საჩივარი - 5 ივლისს ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო სანქციებს განიხილავს

AutoSharing Option
5 ივლისს ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო (CAS) განიხილავს რუსეთის საფეხბურთო კავშირის საჩივარს უეფასა და ფიფას მიერ რუსული კლუბებისა და ნაკრებების მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, 11 ივლისს განიხილება რუსული კლუბების მიმართვა უეფას ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან გამორიცხვის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბები და ნაკრებები ცნობილი მოვლენების გამო უეფასა და ფიფას ტურნირებიდან მოკვეთილნი არიან.

გარდა ამისა, რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს 2023 წლის 30 ივნისამდე თავიანთ კლუბებთან ხელშეკრულებების შეჩერება შეუძლიათ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა ტყულად დროს არ კარგავდნენ მაგათ საჩივრების განხილვაში. რა ხისთავიანები არიან ოკუპანტები, რომც დართან ნება ყველა ბოიკოტს გამოუცხადებენ და ძნელია მიხვდნენ?
G.LA
12:46 23-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული