
25 წლის მცველი "ნერაძურისთან" კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და სეზონურ გასამრჯელოდ 3 მილიონ ევროს მიიღებს.
ახლა "სან სიროს" ბინადრებმა ტურინელებთან სატრანსფერო ფასი უნდა შეათანხმონ, რომელიც 35-40 მილიონის ფარგლებში მერყეობს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "ინტერს" დატოვებს მილან შკრინიარი, რომელიც პსჟ-ში გადავა.