ლუის სუარესი ევროპის კონტინენტზე აღარ ითამაშებს - ურუგვაელის ახალი გუნდი ცნობილია

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტი კრისტიანი მარტინი იუწყება, რომ 35 წლის ლუის სუარესი თავისუფალი აგენტის სტატუსით "რივერ პლეიტში" გადაბარგდება.

"სუას" ბოლო გუნდი მადრიდის "ატლეტიკო" გახლდათ, სადაც 2 სეზონი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 82 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ სუარესი ევროპის კონტინენტზე 2006 წლიდან თამაშობდა, როდესაც "ნასიონალიდან" "გრონინგენში" ჩაირიცხა, ახლა კი კვლავ სამხრეთ ამერიკას დაუბრუნდა...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეხ, ლუისს შენი ცოდვა დაედოს ბარსას და კუმანსს! შენნაირ და მესის ნაირ ფეხბურთელებს გიჟების მეტი არავინ გაიმეტებდა. ასეთ უდიდეს ფეხბურთელებს არ ეკუთვნოდათ? ბარსაში კარიერის ჩამთავრება და შესაფერისი გაცილება? ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხებათ ის უპატივცემლობა , რაც თქვენს მიმართ გამოიჩინეს!
მართლა გული მწყდება!
11:04 27-06-2022
0
ლაპორტას ნამდვილად მოეკითხება! რაც მალე მით უკეთესი!
გია
15:47 27-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული