35 წლის ასაკში ლუიშ ნანი მორიგ გუნდში გადაბარგდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი შემტევი ლუიშ ნანი კარიერას ავსტრალიურ "მელბურნ ვიქტორიში" განაგრძობს. 35 წლის ფეხბურთელმა ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

პორტუგალიელი ვეტერანი ბოლოს იტალიურ "ვენეციაში" ბურთაობდა, თუმცა ამ უკანასკნელის სერია A-დან გავარდნის შემდეგ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი შეწყდა.

ნანიმ კარიერა ლისაბონის "სპორტინგში" დაიწყო. მას "მანჩესტერ იუნაიტედში", "ფენერბაჰჩეში", "ვალენსიასა" და სხვა არაერთ ცნობილ გუნდში უასპარეზია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული