უეინ რუნი ამერიკული გუნდის მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
"დი-სი იუნაიტედის" მწვრთნელად უეინ რუნი დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული კლუბი საიტით ავრცელებს.

რუნი საქმეს სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ შეუდგება, მისი თანაშემწეების ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.

"უეინი ფეხბურთის ლეგენდაა. ის ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიული სპეციალისტია. მან უკვე დაამტკიცა, რომ იცის, როგორ გაუძღვეს გუნდს, იცნობს ჩვენს ლიგას და რა არის საჭირო აქ წარმატების მისაღწევად", - განაცხადეს კლუბის თანათავმჯდომარეებმა ჯეისონ ლევიენმა და სტივ კაპლანმა.

რუნი "დი-სი იუნაიტედში" 2018-20 წლებში თამაშობდა, გასულ სეზონში კი ინგლისის ჩემპიონშიფის "დერბის" თავკაცი იყო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული