17-წლიანი ქორწინების შემდეგ ტოტი მეუღლეს გასცილდა - რა ჭორები გავრცელდა ყოფილი ცოლ-ქმრის ღალატზე

AutoSharing Option
17-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი მეუღლე ილარი ბლაზის გასცილდა.

"ჩვენი თანაცხოვრება დასრულებულია. ვცდილობდი, რომ ჩვენს ქორწინებაში კრიზისი დამეძლია, მაგრამ როგორც ჩანს, განშორების თავიდან აცილება შეუძლებელია.

ყველაფერი, რაც ვთქვი და გავაკეთე ბოლო თვეებში, ვთქვი და გავაკეთე ჩვენი შვილების დასაცავად, რომლებიც ყოველთვის იქნებიან ჩემს ცხოვრებაში მთავარი პრიორიტეტი.

პატივს ვცემ ჩემს ყოფილ მეუღლეს და მასთან სიახლოვეს, ჩვენი სამი შვილის აღზრდას გავაგრძელებ", - თქვა ტოტიმ.

გავრცელებული ხმებით, ბლაზის ფილმ "დიდი ძმის" გადაღების დროს ერთ-ერთ იტალიელ ბიზნესმენთან რომანი ჰქონდა, თუმცა ამ მამაკაცის
ვინაობა არ სახელდება.

ასევე ვრცელდება ჭორები იმის შესახებაც, რომ ჩესკომ ურთიერთობა დაიწყო 34 წლის ნეომი ბოკისთან, რომელიც "რომას" დიდი გულშემატკივარია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სავარაუდოდ ტოტის აქვს ერექციული დისფუნქცია, მეტი მიზეზი უბრალოდ გამორიცხულია
გელა
08:33 14-07-2022
2
რა ტრაღედიაა........
vinme
19:13 13-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული