
ვეტერანი ესპანელი მცველის თქმით, სპორტის ეს სახეობა პოპულარული აღარაა, 90 წუთი კი სათამაშოდ ზედმეტად ბევრია.
"უნდა ვეცადოთ, რომ წესები შევცვალოთ. მესმის, რთულია, მაგრამ სპორტის ყველა სახეობაში ასე ხდება.
ჩემი აზრით, 90 წუთი ზედმეტად ბევრია. საჭიროა, შემოვიღოთ ცვლილებები, რომლებიც თამაშს უფრო საინტერესოს გახდის. მაქვს შეგრძნება, რომ ფეხბურთი დღეს პოპულარული აღარაა" - განაცხადა პიკემ.
შეგახსენებთ, ხერარდმა კარიერა რამდენიმე დღის წინ დაასრულა და "კამპ ნოუზე" გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით