ძიუბამ შეიძლება კვირკველიასთან ერთად ითამაშოს

AutoSharing Option
რუსული ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა, 33 წლის არტიომ ძიუბამ, შეიძლება კარიერა აზერბაიჯანში გააგრძელოს.

"ზენიტის" დატოვების შემდეგ თავდამსხმელი თურქეთში გაემგზავრა, მაგრამ იქაურ კლუბებს ისეთი მოთხოვნები წაუყენა, ყველამ უარით გაისტუმრა. მერე ერთი პერიოდი "რუბინში" ლეონიდ სლუცკისთან ვარჯიშობდა, ახლა კი "სპორტ-ექსპრესი" იტყობინება, რომ ბაქოში ჩავიდა.

გამოცემის მტკიცებით, ძიუბა მოლაპარაკებებს "ნეფთჩისთან" და "ყარაბაღთან" გამართავს. "ნეფთჩის" ღირსებას საბა კვირკველია იცავს, ხოლო "ყარაბაღისას" - ლუკა გუგეშაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა პირობები ამას უნდა გამოუყავით ერთი ოთახი ხელცქვიტობისთვის.დდდდდდდდდდდდდდდ
ეეე
20:33 18-07-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული