tag24 იტყობინება, რომ "ნაპოლი" "სასუოლოსა" და იტალიის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის შეძენას აპირებს.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ნეაპოლური გუნდი ლორენსო ინსინიემ და დრის მერტენსმა დატოვეს, შეტევის ხაზი დასუსტდა, მარტო ხვიჩა კვარაცხელიას დამატება საკმარისი არ არის და ამიტომ გეგმავენ რასპადორის ყიდვას. თუმცა, ეს ადვილი არ იქნება, ვინაიდან ჯანლუკა სკაკამა "სასუოლოდან" "ვესტ ჰემში" გადადის და კიდევ ერთი შემტევის გასხვისება არ აწყობთ.
Sky Sport-ის მტკიცებით, "ნაპოლი" "სასუოლოს" ტრანსფერში 30 მილიონ ევროს შესთავაზებს.
რასპადორის "სასუოლოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული,
გასულ სეზონში კი სერია A-ს 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის 2020 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო სულ ეროვნულ გუნდში 13 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.