ამჟამად პოლონელი "ბლაუგრანაში" მე-12 ნომერს ირგებს, კატალონიურ გუნდს კი მემფის დეპაის გაშვება და ნიდერლანდელის მე-9 ნომრის მიცემა სწორედ ლევანდოვსკისთვის სურს.
33 წლის თავდამსხმელმა "ბლაუგრანას" ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. ის "ბარსელონაში" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.