"ნაპოლი" ყველაზე ძვირადღირებული მეკარის ტრანსფერზე მუშაობს

AutoSharing Option
"ნაპოლი" კეპა არისაბალაგას ტრანსფერზე მუშაობს, ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კეპას "ჩელსის" დატოვება იმდენად სურს, რომ მზადაა ხელფასის მნიშვნელოვან ნაწილზე უარი თქვას, მისი წლიური ანაზღაურება 9 მილიონი ევროა, "ნაპოლი" კი 3 მილიონ ევროს სთავაზობს.

თავის მხრივ, იტალიური კლუბი 27 წლის ესპანელს ალექს მერეტის კონკურენტად განიხილავს. ნეაპოლელები კეილორ ნავასის კანდიდატურითაც დაინტერესებულნი იყვნენ, თუმცა ფეხბურთელის ფინანსური მხარე აურელიო დე ლაურენტისისთვის პრობლემას წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, კეპა არისაბალაგა "ჩელსის" 2018 წელს სარეკორდო 72 მილიონ ევროდ შეუერთდა, თუმცა მოლოდინები ვერ გაამართლა და გუნდის
მეორე მეკარედ ითვლება. ესპანეთის ნაკრებში მას 11 თამაში აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ ყრიან აქეთ იქეთ უაზროდ ათეულობით მილიონებს და ჯობია მაგ ფულით 2-3 კარგი მცველი და ნახევარმცველი იყიდონ ! თურქებთან თამაშში გამოჩდა რომ აშკარად ცუდი დაცვა და საყრდენები ყავთ
zura222
08:11 31-07-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული