მერტენსი "გალათასარაის" უახლოვდება - 5 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 5 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს

მარკ კუკურელია "ჩელსის" ფეხბურთელია, "არისტოკრატებს" ესპანელი განაპირა მცველის ტრანსფერი 60+5 მილიონი ევრო დაუჯდათ. მოთამაშის შეძენა პირადად ტომას ტუხელს სურდა, კუკურელიას გადაბირგებას თავდაპირველად "მანჩესტერ სიტი" ცდილობდა, თუმცა "ქალაქელებმა" 40 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ ისურვეს. კუკურელია "ბარსელონას" აღზრდილია. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 1 მატჩი აქვს ჩატარებული. 24 წლის ფეხბურთელი, გასულ სეზონში "ბრაიტონის" ერთ-ერთი ლიდერი იყო, პრემიერ ლიგაში 35 მატჩი გამართა, გაიტანა 1 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლონდონის "ჩელსი" გაჩერებას არ აპირებს და "ლესტერის" ცენტრალურ მცველის
ვესლი ფოფანას გადაბირება სურთ, "არისტოკრატთა" მფლობელი ტოდ ბოელი ტრანსფერი გაჩარხვას პირადად ცდილობს, პირველი შეთავაზება 75 მილიონი ევროს ოდენობით "მელიების" დასარწმუნებლად არასაკმარისი აღმოჩნდა. მოლაპარაკებები გრძელდება, გარდა ამისა, "ჩელსიში" თამაშის იდეას თავად ფოფანაც მიესალმება. ანდრეას კრისტენსენისა და ანტონიო რუდიგერის წასვლის შემდეგ ტუხელის გუნდი საიმედო დაცვითი დუეტის შექმნას ცდილობს.

"გალათასარაი" მერტენსის დამატებასთან ახლოსაა, "ნაპოლის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ამჟამად თავისუფალი აგენტია, თურქული გუნდი მზადაა ბელგიელს 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, ტრანსფერი ალბათობა მაღალია, რადგან მერტენსს არც ისე ბევრი მსურველი ჰყავს. გარდა შემტევით დაინტერესებისა, "გალამ" ლუკას ტორეირასთანაც მიაღწია შეთანხმებას. ურუგვაელი ნახევარმცველი 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ "არსენალიდან" კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა ბერნარდუ სილვასთან დაკავშირებულ ჭორებს გამოეხმაურა. "ის გამორჩეული მოთამაშეა და არ მინდა დაგვტოვოს, თუმცა მთავარი ფეხბურთელის სურვილია", შეგახსენებთ, პორტუგალიელი ნახევარმცველის სახელი რამდენიმე დღის წინ პსჟ-ს დაუკავშირეს. "ქალაქელები" ბერნარდუს სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვენ. ჯერჯერობით უცნობია, მზადაა თუ არა პარიზული გუნდი ტრანსფერის განსახორციელებლად. სილვა "სიტის" 2017 წელს "მონაკოდან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ტურინის "იუვენტუსს" ფილიპ კოსტიჩის დამატება სურს. სერბი შემტევი გასულ სეზონში "აინტრახტის" ერთ-ერთი ლიდერი იყო და ევროპული გრანდების ყურადღებაც დაიმსახურა. 29 წლის შემტევით "ვესტ ჰემიც" იყო დაინტერესებული, თუმცა კოსტიჩი ამ დრომდე "იუვენტუსთან" შეთანხმებას ელოდება. სერბმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 31 მატჩი გამართა, გაიტანა 4 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული