ის ბოლოს სამშობლოში ასპარეზობდა და "დესნას" მაისურს ირგებდა, საფეხბურთო კარიერას კი კიევის "დინამოში" იწყებდა.
"ჩვენი კლუბი კმაყოფილია ოლექსანდრ მასალოვის ტრანსფერით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ფეხბურთელი ჩვენ ძალიან დაგვეხმარება.
მასთან ერთად "უფა" პროგრესს გააგრძელებს. რაც შეეხება თავად ტრანსფერს, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერმა შეუფერხებლად ჩაიარა. არ მსურს მასალოვის მოქალაქეობის საკითხზე საუბარი", - უთხრა Sport24-ს "უფას" გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა.