ოფიციალურად: "ნაიმეგენმა" სილესენის დაბრუნება გვაუწყა - მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითადი მეკარე იქნება

AutoSharing Option
"ნაიმეგენმა" გვაუწყა, რომ კლუბმა "ვალენსიადან" 33 წლის მეკარე იასპერ სილესენი დაიმატა და მის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო გადაიხადა.

ნიდერლანდურმა კლუბმა გამოცდილ კარის დარაჯს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმა.

სილესენი საფეხბურთო კარიერას სწორედ "ნაიმეგენში" იწყებდა, სადაც 2010/11 წლების სეზონში ასპარეზობდა.

ნიდერლანდელი კიპერის წასვლის შემდეგ უკვე გარდაუვალი და ფაქტი გახდა, რომ "ვალენსიას" ძირითადი მეკარე მომავალ სეზონში გიორგი მამარდაშვილი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიოს მაინც არ ააქვს მოშვების უფლება, არც დომენეკია ხელწამოსაკრავი.
ტტტ
14:46 08-08-2022
0
წარმატებები ამ კაცს, მაგრად მიეხმარა თავის კონკურენტს. ეს ცოტას შეუძლია. ღირსეული კაცია როგორც ჩანს
კაპიტან გარდენბურგი
02:05 09-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული