"ვანდამ იკარდის ამ ფეხბურთელთან უღალატა..." - ნარას ღალატში ადანაშაულებენ, მაურო დაშორებას უარყოფს და მეუღლეს სიყვარულს ეფიცება

AutoSharing Option
ფეხბურთელ მაურო იკარდისა და მისი მეუღლისა და ამავდროულად, აგენტის, ვანდა ნარას გარშემო მორიგი საგა დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ Marca-ს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა. ახლა კი არგენტინელი ჟურნალისტი ლუკას ბერტერო ავრცელებს ცნობას, რომ ნარა იკარდის ღალატობდა. 

როგორც ის ჰყვება, სამშობლოში მოგზაურობის დროს ვანდა მაუროს ერთ-ერთ არგენტინელ ფეხბურთელთან ღალატობდა.  ბერტერო ამბობს, რომ ამ ფეხბურთელის ვინაობა იცის, თუმცა არ გაამხელს. 

მისივე მონაყოლით, ის ნარაზე ახალგაზრდა და საკმაოდ ძლიერია და რამდენიმე არგენტინულ კლუბში აქვს ნათამაშები. 

თავის მხრივ, განქორწინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მაურო
იკარდი სოციალური ქსელში გავრცელებული პოსტით ეხმაურება და წერს:

"არ ვიცი, ვისზე ვწუხვარ უფრო მეტად - მათზე, ვინც ჩემს ცხოვრებაზე განსხვავებულ რაღაცებს იგონებს თუ მათზე, ვისაც სჯერა მათი", - დაწერა იკარდიმ, ვანდა მონიშნა და გულის ემოჯიც დახატა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს ! კიდევ ეს გვინდოდა ? გალიაში რომ უჯიშო ჩიტი გვიზის, იმაზე დარდმა გადაგვიყოლა და ახლა იკარდიზე დარდიც ჩვენ შემოგვეტენა?
დ.დ.
16:52 09-08-2022
4
am kals imenna abreshumis gza akvs gayvanili ,magistrali
კუ კობსონი
12:39 09-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული