"ზოგი გოგონებს ახარჯავდა, ზოგი სვამდა და ერთობოდა..." - კავაზაშვილი ჰყვება, რაში ხარჯავდნენ ფეხბურთელები ფულს საბჭოთა კავშირის პერიოდში

AutoSharing Option
მოსკოვის "ტორპედოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი რუსი ფეხბურთელის, გიორგი ტიგიევის განცხადებას გამოეხმაურა.

ტიგიევმა დაიჩივლა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ფული საერთოდ აღარ დარჩა... კავაზაშვილმა კი გაიხსენა, როგორ იყენებდნენ ფეხბურთელები ფულს საბჭოთა კავშირის დროს.

"სსრკ-ში ბევრი ფეხბურთელი გვყავდა, რომლებიც შესანიშნავად თამაშობდნენ, კარგ ფულს იღებდნენ, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ აღარაფერი შერჩათ.

გასაკვირი არაფერია, ვიღაც ძუნწია - ზოგავს და ზოგავს ფულს... ვიღაცას შეუძლია მთელი ჯამაგირი დახარჯოს...

ჩემს დროს ასეთი ფეხბურთელები ბევრნი იყვნენ... ზოგი სვამდა, ზოგი ერთობოდა, ზოგიც გოგონებს ახარჯებდა...

ახლა, რა თქმა
უნდა, ცხოვრება სხვაგვარადაა. სსრკ-ში ფეხბურთელები იმ დროს დიდ ფულს იღებდნენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელები ჭკვიანურად იყენებენ თავიანთ ხელფასს“, - ციტირებს RB Sport-ი კავაზაშვილს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რატომ უთმობთ ამ საქართველოს გამყიდველს და რუსეთის მადიდებელ მონას დროს და მის სისულელეების პრუტუნს. მოჭამა დრო და დაიკიდეთ.
simartle
18:34 10-08-2022
14
სპორტალ-ის რედაქციავ, თქვენ რა, ამ კაცზე "ჯვარი გაქვთ დაწერილი"?! რას გვატენით ამის ნაფრქვევ აზრებს თავისი უბადრუკი სიფათით? მასალა გამოგელიათ დასაწერად?
ტყეშელაანთ გიჟი
16:02 10-08-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული